
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის უჩმანის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მიმიდინარეობს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია დისტანციურ სწავლებაში. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სამინისტროსგან მიღებული სპეციალური (teams) პროგრამის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.