ორჯის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
16-04-2020

ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. მოსწავლეებთან დასაკავშირებლად მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებენ.

სკოლის პედაგოგებმა თავდაპირველად მუშაობა viber -ის დახმარებით წარმართეს, შექმნეს ჯგუფები და დაიწყეს მეცადინეობები. შემდეგ ჩაერთნენ განათლების სამინისტროს შეთავაზებულ Teams-ის პროგრამაში.

„უკვე 2 კვირაა რაც გაკვეთილები მიმდინარეობს Teams-ის პროგრამით, სადაც თითქმის ყველა მოსწავლე არის ჩართული. მიუხედავად ხარვეზებისა და ინტერნეტის დაბალი ხარისხისა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეცადინეობა ჩატარდეს ნორმალურად. მართალი ყველას ურჩევნია ცოცხალი სასკოლო გარემო და საგაკვეთილო პროცესი მაგრამ ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ სწავლებაში და ცდილობენ კარგად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განათლებული თაობა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203