
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 აპრილი - დედა ენის დღე დისტანციურად აღნიშნეს.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მე-6 კლასელებს საშინაო დავალება მისცა, რომლის ფარგლებშიც, პატარებმა დედა ენისა დღის შესახებ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო სიტუაციაა, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა/სწავლების პროცესი კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები