ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
16-04-2020

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლა, არდადეგების დაწყების პირველივე დღიდან გადასულია სწავლების ონლაინ რეჟიმზე.

„მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის სკოლა იყენებს ელ.ფოსტას, Microsift Teams და  feedc  პლატფორმებს. სოციალურ ქსელში შექმნილია მესენჯერ ჯგუფები მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისთვის, ასევე მშობლებისთვის.

ჩამოთვლილი საშუალებების გამოყენებით, წინასწარ შედგენილი განრიგის შესაბამისად მიმდინარეობს, როგორც ინლაინ გაკვეთილები, ასევე საინტერესო და სახალისო რესურსების, დავალებების მიწოდება მოსწავლეებისთვის. მოსწავლეები მასწავლებლებს ინდივიდუალიურად უგზავნიან შესრულებულ დავალებებს, მასწავლებლები კი ყოველდღიურად აწვდიან მათ უკუკავშირს. 

განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტი „ტელესკოლა“. სკოლის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა ინტერესით ადევნებს თვალყურს ტელეგაკვეთილებს.

იმ მოსწავლეებს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, მასწავლებლები სატელეფონო კომუნიკაციით ცდილობენ საჭირო კონსულტაციის გაწევას.

აღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებებით, ინდივიდუალური საჭიროებიდან და მოსწავლეების/მშობლების სურვილიდან გამომდინარე მასწავლებლები აწვდიან მასალებს როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად მოსწავლეებს აწვდიან საკითხავ ლიტერატურას, შემეცნებითი აქტივობებს, თემატურ დავალებებს და სხვა. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ერთმანეთზე გაწეული დახმარებისა და ზრუნვისთვის“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203