
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის მასწავლებლები ძირითადად „სკაიპით“ ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სწავლების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლე არის ჩართული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.