„ყველაფერი კარგად იქნება“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ კონკურსის ფარგლებში ნახატი შექმნა
16-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის კონკურსში მოსწავლეები ყოველდღიურად აქტიურად ერთვებიან.

„მე-6 კლასის მოსწავლე მარიამ ჯიმშელეიშვილი ძალიან კარგად მღერის, მან საკონკურსოდ რამდენიმე სიმღერის ჩანაწერი გამოგვიგზავნა, ახლა კი - ნახატიც დაგვიხატა და გაგვამხნევა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა მას აქტიურობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი სახელწოდებით - „სხვა სამყარო ჩემი“  წამოიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203