ტალავერის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
16-04-2020

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს. 

სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს, სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. 

მოსწავლეების ნაწილი „თიმსშია“ ჩართული, ნაწილი კი Whats App-ის აპლიკაციაში. სკოლის წარმომადგენლის თქმით, საგაკვეთილო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203