
„დარჩით სახლში“ - ამ მოწოდებით წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკონკურსო ნახატებს ქმნიან.
საკონკურსო ნახატებში პატარებს დიდი იმედი აქვთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. „დარჩით სახლში“ - მოუწოდებენ მე-3 კლასის მოსწავლეები: ლიზი თურმანოვი, ზურა ფანცხავა და ამიკო ჯიმშელეიშვილი თანატოლებს.
შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი სახელწოდებით - „სხვა სამყარო ჩემი“ წამოიწყო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.
იხილეთ ფოტოები