
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.
სკოლა ჩართულია „თიმსის“ პროგრამაში და ასევე Whats App-ის აპლიკაციაში. დისტანციურ სწავლებაშიყველა მოსწავლე და პედაგოგი არის ჩართული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.