ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’ცაგერის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება
30-09-2016






სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ცაგერს სტუმრობს. 

ცაგერში, წმინდა ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. 


ინტელექტ-შეჯიბრში ცაგერის სკოლიდან 40 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობს.


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

 

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეებს სიმღერებით ამხნევებენ. 




დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "ცაგერის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

პირველი სამი ადგილის მფლობელს კი გამგეობა სპეციალურ პრიზებს გადასცემს.



"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203