„სიჩუმეში დაწერილი ლექსი“ - ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობას ლექსი მიუძღვნა
15-04-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ ლუნა დიასამიძემ კორონავისუსის პანდემით გამოწვეულ მდგომარეობას ლექსი მიუძღვნა. ლუნა დიასამიძის პედაგოგი ირმა ბოლქვაძე გახლავთ. 

გთავაზობთ მოსწავლის შემოქმედებას:


  სიჩუმეში დაწერილი ლექსი

და კიდევ ერთი დღე დაღამდა,

 ტყვე გავხდი ფიქრების  ისევ,

ბორკილებს ვამსხვრევ და იმ მტარვალს

 ახლავე დუელში ვიწვევ.

მორჩა და გათავდა როდემდე,

 ოცნებით ვიცხოვრო მითხარ,

ამ ლამაზ სიცოცხლის ფიალას,

რომ მტაცებ, ასეთი ვინ ხარ?!

სასწაულს ველი და არ იქნა,

ვეღარ მოვერიე ცუდ აზრს,

 ვრეკავ ზარს, ვრეკავ და არ ვიცი,

 როდის გამიღებენ იმ კარს.

კისკისებს, კისკისებს, მთებს ანგრევს,

ჩემს  სულში სიცოცხლის ძალა,

 მწამს,  გადაიყრება ღრუბლები,

და ეს გასაჭირიც წავა!

ლექსი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203