„დარჩი სახლში“ - ქუთაისის N37 საჯარო სკოლა კორონავირუსის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა
15-04-2020

ქუთაისის N37 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები და დამრიგებელი ბელა დემეტრაძე შეუერთდნენ აქციას „დარჩი სახლში“.

პატარები მოგვიწოდებენ დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჰიგიენის წესები. მათ ამ თემაზე ვიდეო-კოლაჟი მოამზადეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203