მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
15-04-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. მასწავლებლებმა ახალ გამოწვევას კარგად გაართვეს თავი.

„ყველა პედაგოგი დარეგისტრირებულია „თიმსის“ პროგრამაში, თუმცა სრული დატვირთვით ვერ ახერხებენ ბავშვებთან კონტაქტს ინტერნეტის ცუდად მიწოდების გამო. ძირითადად, ვიყენებთ მესენჯერს. თუ გამოუვალი სიტუაციაა, არცერთი მოსწავლე უყურადღებოდ რომ არ დარჩეს, საკომუნიკაციოდ ვიყენებთ ტელეფონს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203