
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხიდისყურის საჯარო სკოლა სწავლა/სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
დირექტორის განცხადებით, სკოლა ჩართულია სოციალურ ჩათში, იყენებენ whats up-ის პროგრამას. ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში. ასევე იყენებენ სატელევიზიო ეთერს, სადაც აზერბაიჯანულად მიმდინარეობს გაკვეთილები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.