covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, უჩმანის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ხშირად ტარდება
15-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, უჩმანის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ხშირად ტარდება.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლას შესყიდული აქვს სადეზინფექციო საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. covid-19-ის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203