
აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს დისტანციური გაკვეთილები.
მასწავლებლები დარეგისტრირდნენ „თიმსში“, მაგრამ მოსწავლეებს გაუჭირდათ კონტაქტი, თუმცა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მასწავლებლები მათ მესენჯერით უკავშირდებიან. შესაბამისად, საგაკვეთილო პროცესი მესენჯერის საშუალებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.