
გარდაბნის N6 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
დირექტორის განცხადებით, რადგანაც „თიმსის“ პროგრამაში ყველა ვერ ჩაერთო, მასწავლებლებმა აქტიურად შექმნეს ჯგუფები „ვოთს-აფის“ აპლიკაციაში, სადაც ყველა მოსწავლე და პედაგოგი იღებს მონაწილეობას.
ყოველდღიურად 5-6 გაკვეთილი ტარდება. საგაკეთილო პროცესში ძალიან აქტიურადაა ყველა მოსწავლე ჩართული, დავალებებს უგზავნიან მასწავლებლებს, ამოწმებენ, ძალიან საინტერესო და სახალისო გაკვეთილები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.