
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
დირექტორის განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან ონლინ სწავლებაში. ძირითადად, ყველა მასწავლებელი იყენებს სატელეფონო ჩათებს, სადაც ყველა მოსწავლე იღებს მონაწილეობას.
საგაკვეთილო პროცესი მიდინარეობს შეუფერხებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.