
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს.
„მასწავლებლები „თიმსში“ დარეგისტრირდნენ, თუმცა ინტერნეტის გამო ვერ ხერხდება მუშაობა, მხოლოდ რამდენიმე ახერხებს, მამესენჯერით ადვილად ხდება კონტაქტი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.