დისტანციურ სასწავლო პროცესში ქვემო არქევნის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე და პედაგოგი არის ჩართული
15-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევნის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.

დირექტორის განცხადებით, დისტანციური სწავლების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მასწავლებლები და მოსწავლეები zoom-ის პროგრამას იყენებენ, ბავშვებს რომელსაც არ აქვთ ინტერნეტი შედიან whats,up-ის ჯგუფებით. პროცესში ყველა მოსწავლე და პედაგოგი არის ჩართული და გაკვეთილები ძალიან კარგად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203