ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე დისტანციურად აღნიშნეს
15-04-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში 14 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად იმართებოდა შემეცნებითით აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იყო მოსწავლის კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაღრმავებისაკენ. მაგალითად: კალიგრაფიის კონკურსი, სახალისო ვიქტორინა, ესეების კონკურსი, მხატვრული კითხვის კონკურსი  და ა. შ.

„ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაენის დღის აღნიშვნა ვალის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფიქრია ჩხიტუნიძემ წელსაც შეძლეს ონლაინ სესიის  ჩატარებით დინსტანციურ რეჟიმში.

კორონავირუსის გამო განვითარებულმა სიტუაციამ ერთი რამ ცხადად დაგვანახა, თურმე მასწავლებლებსა და ბავშვებსაც  შეგვძლებია სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში მიუსვლელადაც ვაწარმოოთ, თანაც ისე, რომ სახალისო იყოს  და გარემო ფაქტორებსაც მორგებული.

მიუხედავად, სასიკვდილო ვირუსისა და ხანგრძლივი არდადეგებისა მეექვსე კლასის მოსწავლეები და ქართულის მასწავლებელი აქტიურად  განაგრძობენ ონლაინ სესიებისა და გაკვეთილების ჩატარება/დასწრებას.  

ამჯერად, ჩატარდა ონლაინ სესია თემაზე: „დედაენის დღე“. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ 1978 წლის 14 აპრილს მომხდარ მოვლენებსა და ფაქტებს. კიდევ ერთხელ გაიაზრეს და გაანალიზეს მშობლიური ენის რაობა და მნიშვნელობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203