
ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. დისტანციური გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს.
მასწავლებლები „თიმსში“ დარეგისტრირდნენ, თუმცა რადგან ინტერნეტის გამო ვერ ხერხდება მუშაობა, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.