ღვითორის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
15-04-2020

შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად წარმატებით ატარებენ. 

„წარმატებით მიმდინარეობს დისტანციურად გაკვეთილების ჩატარება, „თიმსის“ პროგრამას ვერ იყენებენ რადგან სოფელში ინტერნეტის დაფარვის ზონა ცუდია, თუმცა „მესენჯერით“ ყველა ახერხებს კომუნიკაციას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203