შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს დისტანციურად ატარებენ
15-04-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს.

„მასწავლებლები „თიმსში“ დარეგისტრირდნენ, მაგრამ მოსწავლეები ინტერნეტის გამო ჩართვას ვერ ახერხებდნენ, ამის გამო „მესენჯერით“ ხდება კონტაქტი მოსწავლეებთან, ვაძლევთ დავალებებს და უკუკავშირსაც ვიღებთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203