
გორის N12 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა (მშობლების ჩართულობით) დედა ენის დღეს გამოფენა მიუძღვნეს.
Iა კლასის მოსწავლეებმა ყველაზე ორიგინალურად აღნიშნეს 14 აპრილი და ქართული ანბანის თითოეული ასო-ბგერა განსაკუთრებულად გააფორმეს.
მოსწავლეებმა გამოიყენეს მასალა: ქაღალდი, საღებავი, თექა, მძივი, ფოთოლი, წიწვი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, მზესუმზირა, ცომი, ხორბალი, ოსპი, ყვავილი, ფანქრის ნათლელი, ძაფი, ღილი, სარჭი, ბაწარი და...ულევი ფანტაზია!
კლასის ხელმძღვანელი მარიამ უნფაქოშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები