
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს.
„თიმსში“ დარეგისტრირდნენ მასწავლებლები, მაგრამ ცოტა მოსწავლე თუ ახერხებდა ამ მხრივ ჩართვას, „მესენჯერით“ ადვილად ხდება კონტაქტი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, აბსოლუტურად ყველა მოსწავლეა ჩართული „მესენჯერში“, ამიტომ გაგრძელდა გაკვეთილების ჩატარება „მესენჯერით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.