
„განსხვავებული გაზაფხული“ - სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მარიამ გვასალიამ საქართველოში არსებულ მდგომარეობას ნამუშევარი მიუძღვნა.
მოსწავლემ აღწერა დღევანდელი ვითარება, კორონავირუსისგან გამოწვეული მოვლენები. მარიამს იმედი აქვს, რომ ქართველი ექიმები ყველა ავადმყოფს გამოაჯანმრთელებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტო