
ექსკურსია რაბათში, ბორჯომში, დასვენება ბაკურიანში - თერჯოლის N1 სკოლის დირექტორმა ელისო მურადაშვილმა სკოლის დებატკლუბის ჯგუფს სიურპრიზი მოუწყო.
სკოლის მოსწავლე თამუნა ვარდოსანიძე დირექტორის სიურპრიზს სოციალური ქსელით ეხმიანება:
''მე თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე, თამუნა ვარდოსანიძე ვარ. მინდა ჩემი ამ წერილით უდიდესი მადლიერების გრძნობა გაგიმჟღავნოთ ჩემი სკოლის დირექტორის, ქალბატონ ელისო მურადაშვილის მიმართ. ვფიქრობ, ეს სათქმელი არამარტო ჩემი, არამედ იმ მოსწავლეების გულისთქმაა, რომლებმაც ჩემთან ერთად გაიზიარეს დაუვიწყარი დღეები.
უკვე მეორე წელია მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ ორგანიზებულ დებატკლუბის ჩემპიონატში ქართული ენისა და ლიტარატურის მასწავლებლის თამარ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით ჩვენი სკოლის გუნდი პირველობას არავის უთმობს.
ჩვენს გამარჯვებას სკოლის დირექტორისაგან უჩვეულო საჩუქარი მოჰყვა. ეს იყო დაუვიწყარი ექსკურსია რაბათში, ბორჯომში, შემდეგ კი დასვენება ბაკურიანში. სასიამოვნოდ გავატარეთ დრო მეგობრების გარემოცვაში, სადაც არ არსებობდა პატარა და დიდი, მოსწავლე და მასწავლებელი. იყო დაუვიწყარი წუთები, რომლებიც მუდამ გაგვახსენდება, როგორც ბავშვობის კიდევ ერთი მშვენიერი მოგონება, როგორც ერთგვარი მოტივაცია სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობში ჩართვისათვის.
თერჯოლის N1 საჯარო სკოლის
დებატკლუბის სახელით მადლობას გიხდით ელისო მასწავლებელო და გპირდებით,
თქვენ მიერ უანგაროდ გაღებულ სიკეთეს თითოეული ჩვენგანი სწავლაში მიღწეული
წარმატებებით გადავიხდით.
ჯგუფის წევრები:
თამუნა ვარდოსანიძე (XI კლასი),
სალომე წულუკიძე (X კლასი),
თეკლა ცქიფურიშვილი (X კლასი),
ანა წაქაძე (IX კლასი),
თათია ჯანგიანი (IX კლასი),
ლიზა ვარდოსანიძე (კლასი IX),
ანა ძიძიშვილი (IX კლასი),
ნინო მაკარიძე (IX კლასი),
ანა ჩუბინიძე (IX, კლასი),
ანნა დევიძე (IX კლასი),
ელენე მაკარიძე (XI კლასი),
ანანო ცხადაძე (XI კლასი).''