ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ონლაინ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულნი
15-04-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მასწავლებლები, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებით გამოწვეული მდგომარეობის შესაბამისად, პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში.

„ამ სიახლესა და გამოწვევას მასწავლებლები აქტიურად ართმევენ თავს, ამაში მათ დახმარება გაუწია „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილმა ონლაინ ტრენინგმა, რომელიც ეხებოდა  Microsoft Teams - პლატფორმის გამოყენებას ონლაინ სწავლებაში“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203