
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სკოლაა. მისი მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
29 მარტის შემაჯამებელ ტესტში მოსწავლეებმა 22 დიპლომი აიღეს, აქედან 16 ოქროს დიპლომი იყო. „ეტალონი“ წარმატებას უსურვებს სკოლას!
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.