
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში -Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ბავშვები ტესტებს მუდმივად აკეთებენ. 29 მარტსაც, მოსწავლეებმა გაიარეს შემაჯამებელი ტესტი, სადაც დათა ნადარაიამ და საბა ნადარაიამ ოქროს დიპლომები აიღეს.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.