ეშტიის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არის ჩართული
15-04-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლა ითვალისწინებს განათლების სამინისტროს რეკომენდაციებს და სხვადასხვა ონლაინს რესურსის საშუალებით აქტიურად არის ჩართული დისტანციური სწავლების პროცესში.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები/რეკომენდაციები. განათლება დაიწყო ონლაინ რეჟიმში, მათ შორის ჩვენი სკოლაც.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით: სოციალური ქსელი, ვიდეოზარები, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტა. (viber, facebook, https://email.mes.gov.ge, https://teams.microsoft.com , Microsoft office 365 და სხვა), შექმნილია კლასების, პედაგოგების, ინკლუზიური განათლების, კათედრების და მშობლების ჯგუფები. ყველა ჩართულია . მასწავლებლები ამზადებენ სხვადასხვა სასწავლო მასალას: საკითხავ ლიტერატურას, შემეცნებით აქტივობებს, კვლევით პროექტებს, ონლაინ პლატფორმებს/ელ. მასალებს, თემატური დავალებებს და სხვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა ონლაინ რესურსები მიწოდებულია და აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს