თბილისის N71 საჯარო სკოლის დირექტორი თავის მოსწავლეს სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას ულოცავს
15-04-2020

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლე ერთ-ერთია იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც მთავრობამ აშშ-დან დააბრუნა. სკოლის დირექტორი ულოცავს მოსწავლეს სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას.

„ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ლაშა თოთლაძეს ვულოცავ სამშობლოში, მშვიდობიან და წარმატებულ დაბრუნებას! ჯანმრთელობას ვუსურვებ!! ყველაფერი კარგად იქნება!!!“-წერს სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203