
შუახევის მუნიციპალიტეტის ტომაშეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები გაკვეთილებს ონლაინ რეჟიმში ატარებენ. სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია დისტანციურ სწავლებაში.
„გარდა ამისა დისტანციურად ხორიელდება სკოლის მხრიდან სახელმწიფო დღესასწაულებზე გამართული პრეზენტაციები და მიძღვნილი ცერემონიები, თუმცა იკვეთება პრობლემა - ინტერნეტი ძალიან ნელია, ველოდებით კომპანიებს, რომ თავიანთ სატელეკომუნიკაციო ანძებზე განათავსონ გამაძლიერებლები, რადგან უწყვეტად და ხარისხიანად მივიღოთ მომსახურება“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.