„მშობლებისა და ბავშვების ჩართულობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვეული რეჟიმის დროს“ - სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
15-04-2020

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

„ისევე როგორც მთელი ქვეყანა, ჩვენი სკოლაც აღმოჩნდა ახალი გამოწვევის წინაშე. სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელის სწრაფად და ეფექტიანად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.

პედაგოგების ასეთი მომზადების მიზეზია ის, რომ სკოლა სექტემბრიდან ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“ და დაწყებითი კლასის მასწავლებლები აქტიურად იყენებენ მაიკროსოფტის პროგრამებს.

მასწავლებლები მუშაობენ პროგრამებში: Maicrosoft Teams, learningapps.org, ასევე აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. 

მშობლებისა და ბავშვების ჩართულობა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვეული რეჟიმის დროს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203