ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი
15-04-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციური სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულნი.

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები და პედაგოგები იყენებენ „თიმსს“, „მესენჯერს“. ამასთან, იმის გამო რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია ყველა მოსწავლესთან მარტივად უპრობლემოდ მყარდება კომუნიკაცია. შესაბამისად დისტანციური სწავლებაც წარმატებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203