გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი მადლობას უხდის მათ, ვინც სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ინტერნეტით და კომპიუტერებით უზრუნველყო
15-04-2020

თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის საჯარო სკოლის დირექტორი ლია მოსიაშვილი და სკოლის პედკოლექტივი დიდ მადლობას უხდის პროექტს „ჩართე“, რომელსაც საგანმანათლებლო ფონდი „Educare Georgia“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ახორციელებს.

"პროექტი „ჩართე“, გულისხმობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები X-XI-XII კლასის სკოლის ასაკის ბავშვების კომპიუტერით და ინტერნეტით უზრუნველყოფას. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს კომპიუტერები (სამი ოჯახი) მადლობა პროექტის ორგანიზატორებს დამფინანსებლებს, შემსრულებლებს, დახმარებისათვის და ჩვენი მოსწავლეების გახარებისათვის",-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203