სოჩხეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
15-04-2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოჩხეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის წარმომადგენლის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები და პედაგოგები იყენებენ „თიმსს“, „მესენჯერს“, მობილურ ტელეფონს. დისტანციური სწავლების პროცესში კი თითქმის ყველა მოსწავლეა ჩართული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203