„ტენილი ყველი - ჩემი კუთხის სავიზიტო ბარათი“ - ვალის N2 სკოლის მოსწავლემ ყველის დამზადების ტექნოლოგიაზე სტატია მოამზადა
15-04-2020

„ტენილი ყველი - ჩემი კუთხის სავიზიტო ბარათი“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ხითარიშვილმა ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა.

მოსწავლე თავისი კუთხისთვის დამახასიათებელი ყველის დამზადების შესასწავლად თემის ერთ-ერთ ქალბატონს, მზია ასპანიძეს ეწვია.

„საქართველოში უამრავი სახეობის ყველი მზადდება. ყველა კუთხეში უგემრიელესი და ერთმანეთისაგან განსხვავებული ყველის სახეობებია, როგორც ფორმით, შემადგენლობით, ასევე დამზადების ტექნოლოგიითაც.  ამიტომაც კლუბ ,,ეკო-vision”-ის წევრებმა გადავწყვიტეთ სტუმრად მივსულიყავით ჩვენი თემის ერთ-ერთ ქალბატონთან- მზია ასპანიძესთან, რათა  მისგან მიგვეღო ინფორმაცია ჩვენს კუთხისთვის დამახასიათებელი ყველის სახეობების შესახებ.

ჩვენი მასპინძელი საკმაოდ სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. გვინდა გაგიზიაროთ მისგან მიღებული ინფორმაცია "ტენილი ყველი“-ს მომზადების ტექნოლოგიის შესახებ“, - წერს მოსწავლე.

იხილეთ სტატია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203