
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მარაბდის საჯარო სკოლას ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი მიენიჭა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოხარულები არიან აღნიშნული სიახლის გამო.
სკოლაში, ამ ეტაპზე, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. მასწავლებლები და მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, რის გამოც სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.