
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოკამის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციურ სწავლება გამართულად მიმდინარეობს.
„დიდი გამოწვევის წინაშე დადგა მას შემდეგ რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით სიძნელეები დაძლეულია. სკოლაში გამართულად მიმდინარეობს დისტანციურ სწავლება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.