ბათუმის N8 სკოლის პედაგოგებს მოსწავლეთა მშობლები მადლობის წერილებს უგზავნიან
15-04-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგებს მოსწავლეების მშობლები მადლობის წერილებს უგზავნიან. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მასწავლებლების მიმართ, რომლებმაც არ დაიზარეს და ამ რთულ ვითარებაში მოსწავლეების განათლებაზე დისტანციურად ზრუნავენ.

„ბათუმის N8 საჯარო სკოლის კოლექტივს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც ჩართული არიან ონლაინ გაკვეთილებში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი დახმარებით გავიგე, როგორ სწავლობენ ჩემი შვილები სხვადასხვა საგანში.

აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდი მე-9 კლასის დამრიგებელს თინათინ დავითაძეს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბავშვების აქტიურობაში და ჩართულობაში. ამასთანავე, დიდ მადლობას ვუხდი ყველა სხვა საგნის მასწავლებელს, რომლებმაც ამ რთულ სიტუაციაშიც კი არ მიატოვეს ბავშვები, ზრუნავენ მათ განათლებაზე“,- აღნიშნავს მშობელი ნანა გორგაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203