
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს. მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა საშუალებებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლები დაკეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.