„საკუთარი თავის შეცნობის დროა“ - განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის „მონატრების 1 თვე“
14-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან მომენატრა ჩემი სკოლა, მოსწავლეები მასწავლებლები. ბევრ თემაზე დავფიქრდი, ახლა მაქვს თავისუფალი დღეები და ბევრი რამ დავინახე სხვა თვალით როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობდა: "ადამიანი არ არის ფრესკა."   

სხვა თვალით დავინახე სკოლის როლი, მასწავლებლების როლი.

ასევე მაქვს დრო რომ დავწერო თემები: ბათუმის შესახებ,ნოდარ დუმბაძის შესახებ,სკოლის შესახებ. ამიტომ ეს ერთი თვე ჩემთვის არ ყოფილა ტანჯვა და წამება. ვფიქრობ, ახლა ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ თავიანთი შესაძლებლობები, რომელიც დაფარული აქვთ და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ნაპერწკლის გააღვივება. პირადად მე ბევრი თვისება აღმოვაჩინე და ვფიქრობ, ეს ერთი თვე საკუთარი თავის შეცნობის დროა“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203