
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეები კორონავირუსის გამო ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ დააფიქრა. ზოგიერთმა მათგანმა მიმდინარე მოვლენებზე ჩანახატიც შექმნა.
გთავაზობთ IV კლასის მოსწავლის, მარიამ რაზმაძის ნაშრომს.
სიჩუმემ მასწავლა ფიქრი: ფიქრი იმაზე, რომ ვისწავლო კარგად და როდესაც დავამთავრებ სწავლას, მინდა, რომ ექიმი გამოვიდე და როცა ადამიანები ცუდად გახდებიან, ყველას ვუმკურნალებ. დღესდღეობით მთელი მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის, რის გამოც აღარ დავდივართ სკოლებში და ერთი თვეა, სახლებში ვართ გამოკეტილები. არ ვაფასებდით იმას, რომ თავისუფლები ვიყავით. იმედი მაქვს, მალე დავამარცხებთ კორონავირუსს. ისევ ვივლი სკოლაში, ვნახავ ჩემს მეგობრებს და ჩემს საყვარელ მასწავლებლებს. მინდა, რომ ისევ ისმოდეს ხმაური და ეზოებში ბავშვების ჟრიამული.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
იხილეთ ფოტო