ზოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარეს
14-04-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზოდის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge.

29 მარტსაც ბევრმა  მოსწავლემ გაიარა ტესტი, ბევრმაც აიღო ბრინჯაოს და ვერცხლის დიპლომები. ოქროს დიპლომი კი დაიმსახურეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ლუკა გაბესკელიანი, მარიამ ჭიღლაძე, ნუცა ქურცაძე, ილია მოდებაძე, კონსტანტინე მერმანიშვილი, ბარბარე მერმანიშვილი, ბარბარე ხახიშვილი.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203