
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს. რადგან სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, მოსწავლეებმა ვიდეოები ჩაწერეს და ასე გამოეხმაურნენ 14 აპრილს - ქართული ენის დღეს.
„ქართული ენა... საოცარი, საკრალური, განსაკუთრებული მადლით მოსილი, უდიდესი სულიერი ძალის პატრონი... ბედნიერია ქართველი ერი, ასეთი საგანძური რომ არგუნა განგებამ.
119-ე საჯარო სკოლა ვულოცავთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დღეს!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები