რგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა Izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
14-04-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის რგანის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge.

29 მარტის შემაჯამებელი ტესტი აქტიურად გაიარეს მოსწავლეებმა. მარიამ ხვედელიძემ, ბექა თითვინიძემ, დავით მოდებაძე და ქრისტინე ხვედელიძემ ოქროს დიპლომები აიღეს.

Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203