
ჭიათურის მუნიციპალიტეტის წირქვალის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში Izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
29 მარტსაც, ბევრმა მოსწავლემ გაიარა ტესტი და დიპლომებიც დაიმსახურეს. მათგან ოქროს დიპლომი ნინი მეცხოვრიშვილს, იოანე ბრეგვაძესა და ბარბარე მამაცაშვილს ერგო.
Izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.