ტამბოვკის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
14-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტამბოვკის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მასწავლებლები და მოსწავლეები.

„ყველანი ვმუშაობთ „თიმსის“ პროგრამაში. ინტერნეტის პრობლემები არის ხოლმე, მაგრამ ბავშვები მაინც ახერხებენ ონლაინ რეჟიმში მუშაობას, ყველა ჩართულია და ტარდება გაკვეთილები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203